სულ უფრო მეტად ვემსგავსებით საზოგადოებას, რომლის ყოველი წევრი ჭაობშია და მხოლოდ იმიტომ არ მოძრაობს რომ მეტად ჩაფლობის ეშინია!რამდენიმე დღეა ამ სტატიის დაწერის სურვილი არ მასვენებს, იმოდენა მარაზმს ვხედავ ყოველ საღამოს, რვა საათის შემდეგ თუ მიწევს სახლში დაბრუნება.
ეს მარაზმი ყოველი ჩვენთაგანის თვალწინ ხდება და თავად ვართ მონაწილენი მაშინ, როდესაც საცობებში ვდგავართ და ერთი სული გვაქვს მივაღწიოთ სახლამდე მხოლოდ იმიტომ, რომ კომენდატის საათი იწყება და შესაძლოა არაკონსტიტუციური, სრულიად უსამართლო ორი ათას ლარიანი ჯარიმით დაჯილდოებულნი დავბრუნდე სახლში...
აი ამ არაკონსტიტუციური, ალოგიკური, სრულიად აუხსნელი აკრძალვის გამო კი ისეთ საოცრებებს ვაკეთებთ ქალაქის საავტომობილო გზებზე, სრულებითაც ვერ იფიქრებ რომ ეს ადამიანები, ღირსების მქონე საზოგადოების წევრები არიან და გაუგანორი სისულელის გამო გარბიან ასეთი თავპირისმტვრევით რადგან ასეთი ქცევა, ღირსების მქონე საზოგადოების წევრებში მაშინ შეიძლება მიიჩნიო ნორმალურ ქცევად, თუკი მათი ქალაქი იბომბება და საავტომობილო ავარიას არაფრად დაგიდევენ, როდესაც საკუთარი და ოჯახის წევრების სოცოცხლეა გადასარჩენი. სწორედ ასეთი თავგამეტებით გარბიან ხოლმე "თბილისელი მძღოლები" და სწორედ ეს ასოციაცია მიჩნდება, როდესაც ამ ყველაფერს ვხედავ - ისეთი გადარბენაა, იფიქრებ ქალაქი იბომბება და ირგვლივ, თვითგადარჩენის ინსტიქტი მართავს ყველას და ყველაფერს! უამრავი თბილისელი მძღოლი, ამ პერიოდში ისეთ იდოტურ რისკზე მიდის, რომ პრაქტიკულად სხვისი ან საკუთარი სიცოცხლე აქვს დადებული სასწორზე და არაფრად მიაჩნია ეს რისკი, არც იმის რცხვენია რომ ასეთი იდიოტური აკრძალვების გამო, აი ამ ყველაფერს აკეთებს და თუკი მას გაწეულ რისკს მათემატიკაში უთარგმნი, უმარტივესად მიხვდება იმ სისულელეს, რომელსაც სჩადის. თუმცა მთემატიკასა და პირადი ფინანსური თუ ჯანმრთელობის ზინას ვინ ჩივის, ამით ხვდები რომ ამ ადამიანებს არავითარი ემოციური დამოკიდებულება არ აქვთ იმ სისულელის მიმართ, რომელიც ამ ქმედებას ადენინებს. ისინი, როგორც უამრავი სხვა მილიონობით ადამიანი, რომელიც საკუთარი გაჭირვებისა და ბედის მაწყევარია, ვერასოდეს და არასოდეს ეძიება იმ მიზეზს, რომელიც ადენინებს ამა თუ იმ ქმედებას და მხოლოდ მაშინ იწყებს ამ ყველაფრის გაცნობიერებას, როდესაც შედეგი მთელი სიმკაცრით დაუდგება. ზემოთ აღწერილი თბილისელი მძღოლებიც იგივეს სჩადიან, უბრალოდ არ ფიქრდებიან იმაზე, თუ რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ და ვერაფრით ახსნი იმას, თუ რატომ არ მოქმედებენ იგივე ადამიანები, იგივე თავდადებითა და რისკით იმ არაკონსტიტუციური, სულელური და არაფრით ახსნადი აკრძალვის წინააღმდეგ, რომელიც მათ თავს, შესაძლო "მოწეული უბედურების" რეალური მიზეზი იქნებოდა ან უკვე გახდა ბევრისათვის.
ანალოგიური რამ ხდებოდა "ელიავასა" თუ სხვა ბაზრობებზე, სადაც დასაქმებული ადამიანების საქმიანობის სრული აკრძალვა მოხდა. ნაცვლად გაერთიანებისა და პროტესტისა, ნაცვლად იმისა, რომ დამდგარიყვნენ ერთად და კონკრეტული გამოსავლის მონახვის გარდაუვალობის წინაშე დაეყენებინათ ხელისუფლება, რომელმაც არცერთი წამით არ იფიქრა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანებისთვის, თუნდაც მინიმალური ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება, მორგებული რეგულაციებისა და სოციალური ურთიერთქმედების თავისებურებების გათვალისწინებით, დაიწყეს, სსრკ-ს დროინდელი "სპეკულიანტებისთვის" და "ბარიგებისთვის" დამახასიათებელი უნარების გახსენება, წარმოუდგენელი მალაყების კეთება ბაზრობის ღობეებზე მხოლოდ იმისათვის, რომ "რაღაც მაინც გაეყიდათ"! ემალებოდნე ყველაფერს, ცდილობდნენ ამოეცნოთ გამვლელში მყიდველი და ყოველგვარი ლეგალური ფინანსური ოპერაციების გვერდის ავლით, ეს ადამიანები ვაჭრობდნენ იმით, რაც გააჩნდათ საკუთარ სავაჭრო ფართებში გამოკეტილი (ცალკე საკითხია თუ როგორ შესძლებენ სასაქონლო ნაშთების გასწორებას ეს სავაჭრო ობიექტები). ეს ყველამ იცოდა და ალბათ არავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ხელისუფლების იმ უწყებებში, რომელთაც ხელეწიფებათ კონტროლის განხორციელება, არ იცოდნენ რაც ხდებოდა ქალაქის ბაზრობებზე! ეს იქნება ყველაზე უტიფარი ტყუილი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთი მაშტაბური კატაკლიზმებისას, ურთულესი რამ არის დამალო დეფიციტური პროდუქციის გამოჩენის წერტილი. მითუმეტეს თუ ამ ყველაფერს ასეთი ტაკიმასხარობა და წარსულის "მახინჯი" კომერციის ფორმების გახსენება მოჰყვება. რა თქმა უდნა მომხმარებელს, რომელმაც ასეთი გზით შეიძინა რაიმე საჭირო ნივთი, მთელი დღის განმავლობაში, ყოველ შემხვედრს უყვება თავგადასავალს და შესაბამისად, როგორც ყველა სხვა შემთხვევებშია ხოლმე - ყველამ ყველაფერი იცოდა და მაინც არაფერი მოიმოქმედა, რომ პროცესი ლეგალური და ცივილური ყოფილიყო, ყოველგვარი თავმოყვარეობის შემლახავი ქმედებების განხორციელების იძულების გარეშე...! ამაზე არც მაშინ და არც ახლა, არავინ აღშფოთებულა...!!!
ასეთივე უაზრობაში იმყოფებიან, მაგალითად ჩვენი დედაქალაქის "ტაქსისტები", რომლებიც დღევანდელ ურბანიზებულ ეპოქაში, საკმაოდ სპეციფიური სოციალური ფენომენია. ტაქსისტების შემთხვევაში, ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი ფენომენია, ის ლიცენზირება და მასობრივი გადათეთრება, რომელიც ხელისუფლებამ მათ მოუწყო. ლიცენზირების ნაწილში, კიდევ ერთი, ასე ვთქვათ - ქვე-მარაზმი შესთავაზა ხელისუფლებამ ტაქსისტებს, როდესაც რეგისტრაციისთვის მოსთხოვა პირადობის მოწმობის ე.წ. "კონვერტის კოდები", რომელიც ისეთივე მაშტაბის აფიორა იყო, რომელიც 90-იანებში, ავტომობილებზე უკანა სანათურების ქვეშ მისაწებებელი წითელ-ზოლიანი სტიკერები, რომელიც რომელიღაც მაღალჩინოსანი პოლიციელის შვილის მიერ "მოფიქრებული ბიზნესი" იყო! სწორედ ასეთივე მაშტაბის აფიორა იყო სახელმწიფოს მხრიდან იმ კოდების მოთხოვნა, რომელიც ტაქსისტებს რეგისტრაციისას მოსთხოვეს და ვისაც არ ჰქონდა, აღდგენაში დამატებით ათი ლარი გადაახდევინეს. ახლა დაითვალეთ რა რაოდენობის თანხა მობილიზადა ანუ "ამოიღეს" ტაქსისტებად დასაქმებული ადამიანებისგან, დაფიქრდით! ამას თავი დავანებოთ და რა მიიღეს ტაქსებმა ან მათმა მომხმარებლებმა ლიცენზირების სანაცვლოდ? - ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს და რამდენიც არ უნდა ეძიოთ, ვერანაირ უფლებრივ სხვაობას ვერ ნახავთ იმ ასობით ათას ავტომობილთან შედარებით, რომელიც ამავე ქალაქის ქუჩებში დაიარება. არავითარი დამატებითი "პრეროგატივა", როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთერთ ფორმას, უბრალოდ არ გააჩნია და რატომ ახდევინებენ ლიცენზიის თანხას ამ ხალხს არავინ უწყის, თავად ტაქსის მძღოლებმა ხომ საერთოდ...!? და მაინც, მიუხედავად ასეთი აფსურდისა და სისულელისა, უყურადღებობისა და არაცივილური, ფაოდალური დამოკიდებულებისა, ვერაფრისდიდებით ვერ მოახერხეს ტაქსებმა გაერთიანება და პასუხის მოთხოვნა ხელისუფლებისგან, რომელიც გამომუშავებული თანხიდან ფულის ამოღების სანაცვლოდ, არაფერს უკეთებს მათ რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ არც "ტაქსისტებს" და არც ხელისუფლებას, საკუთარი როლი ქალაქის ცხოვრებაში გაცნობიერებული არ აქვთ... ერთი მხარე თვლის, რომ ხელისუფლება "უფროსია", ხოლო მეორეს მიაჩნია, რომ ყველა მოქალაქე და მათ შორის ტაქსის მძღოლებიც - "დაქვემდებარებული" მასაა!
ამ მარაზმატული მსოფლმხედველობითი ილუზიის ტყვეობაში ვცხოვრობთ თითოეული ჩევნთაგანი და ვერაფრით ვისწავლეთ მიზეზებთან ბრძოლა, ვიდრე ის თავის შედეგებს მოიტანდეს, რომელთა გამოსწორებასაც, წლობით თავდაუღალავი ბრძოლა სჭირდება!
ზემოთ მოყვანილი სამი საკითხის გარდა, მსგავსი მარაზმობების მთელი სია შეიძლება გაკეთდეს და ვერაფრით ავხსნით იმ მოლოდინის რეჟიმს, რომელსაც საზოგადოება ელის. რატომღაც შთაბეჭდილებაა რომ სხვამ უნდა გადაგვარჩნოს, ოღონდ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ძალისხმევა არ დაგვჭირდეს, პრობლემა არ შეგვექმნას და ა.შ. ათასგვარ "რაციონალურ" მიზეზს მოვიფიქრებთ იმისათვის, თუ რატომ არ გავალთ მიტინგზე მაგრამ დღეს მოქმედი არგუმენტებიდან, ყველზე მარაზმი არგუმენტია - "არ მინდა პოლიტიკოსებს თავი გამოვაყენებინო", და ამის მთქმელი ვერ ხვდება, რომ სწორედ ასეთი "პოზიციის" გამო, ის უკვე პოლიტიკოსების მანიპულაციის ინსტრუმენტია და მისით იმ კონკრეტულ მომენტში მანიპულირებს ხელისუფლება, რომელიც ასევე "პოლიტიკოსია" და ამიტომაც ვერ ვხვდები, რატომ არის ის პოზიცია "ტრენდული" - არ გინდა თავი გამოაყენებინო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს და ამიტომ, ტოვებ საკუთარ თავს ყოველგვარ ზღვარს გასული, მარაზამტიკი, ძალაუფლებით გარყვნილი პოლიტიკოსის მანიპულაციების ქვეშ და თანაც უკვე ამავე მოცემულობაში, უკმაყოფილო და უღირსად მაცხოვრებელი ხარ!? - სად არის აქ რაციონალიზმი?
როგორც ჩანს, დღევანდელ ქართველსაც იმ მომავალის იმედი აქვს, რომელსაც სულ იმედის თვალით გაჰყურებს მაშინ, როდესაც უმოქმედოდ არის თუმცა, ქართველებს ერთი ძალიან დამახასიათებელი ზნე გვაქვს. რაღაც მომენტში, რომელიც აუცილებლად ტრაგიზმით უნდა იყოს განპირობებული ვიფეთქებთ, წავლეკავთ ყველას და ყველაფერს, როგორი ძლიერიც არ უნად იყოს საპირისპირო მხარე. ამ შემთხვევაშიც, ტრადიციულად არცერთი ჩვენთაგანი არ ვფიქრდებით საკუთარ წილ პასუხისმგებლობაზე იმ ტრაგედიაში, რომელმაც აღგვაშფოთა და ისევ, მთელი გააფთრებით შედეგს ვეკვეთებით...
მანამდე კი ხმის ჩახლეჩვამდე ვიყვირებთ, რომ ''საქართველოს გაუმარჯოოს" ოღონდ პოლიტიკოსების გარეშე და ყოველი ასეთი შინაარსის ამოხავლების შემდეგ, ჭაობში ჩავარდნილი და ჩასაფლობად განწირული ადამიანივით, რომელიც ყოველი გაფართხალებით სულ უფრო მეტად იძირავს თავს, ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ვემსგავსებით!
ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ახლა, ყველაზე სწორი და რაციონალური მოქალაქეობრივი პოზიცია/ქმედება არის ის, რომელიც სცემს პასუხს კითხვაზე - "თუ როგორ მოვიქცეთ ახლა ისე, რომ მომავალში, საპროტესტო აქციაზე დგომა აღარ მომიწიოს აღარც მე და აღარც ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეს?!" ...

რა სიმბოლურია, რომ არც ერთი კომენტარი არ არის. ))
ОтветитьУдалитьუშეცდომო და ანგელოზი არავინ არის, მაგრამ ნებისმიერი შეცდომა და თუნდაც სამოხელეო დანაშაული ათი ათასჯერ გაუმრავლო და ასე გამრავლებული ჩაუდო თავში ობივატელს- ეს ზომბირების უმაღლესი პილოტაჟია. შემდეგ "იხმარე" და "უქენი" რაც გინდა, ის ზომბია და ზომბად დარჩება ძალიან ძალიან დიდ ხანს, შეიძლება სიკვდილამდეც. ის არ იბრძოლებს დამზომბებლის წინააღმდეგ, პირიქით-გაცხარებული დაიცავს მას. რაც არ უნდა ფაქტი მოუყვანო და უმტკიცო, რომ ის ავად არის, რომ ცდება, რომ იღუპება და თავის შვილებსაც ღუპავს-ვერ შეაგნებინებ, აქეთ შემოგიტევს და მის ყველა უბედურებაში დაგადანაშაულებს, შენ იქნები მისთვის ყველა უბედურების სათავე, ქვეყნის დამღუპველი, მტერი. ეს კარგად დამუშავებული მასების მართვის თეორიაა, რომლებშიც რუსებს ბადალი არ ყავთ. სამწუხაროა, რომ იმდენად უტვინო ერი აღმოვჩნდით, რომ ნება მივეცით მათ ჩვენი ტვინის
გაუპატიურებისა.
Удалитьრა სიმბოლურია, რომ არც ერთი კომენტარი არ არის. ))
უშეცდომო და ანგელოზი არავინ არის, მაგრამ ნებისმიერი შეცდომა და თუნდაც სამოხელეო დანაშაული ათი ათასჯერ გაუმრავლო და ასე გამრავლებული ჩაუდო თავში ობივატელს- ეს ზომბირების უმაღლესი პილოტაჟია. შემდეგ "იხმარე" და "უქენი" რაც გინდა, ის ზომბია და ზომბად დარჩება ძალიან ძალიან დიდ ხანს, შეიძლება სიკვდილამდეც. ის არ იბრძოლებს დამზომბებლის წინააღმდეგ, პირიქით-გაცხარებული დაიცავს მას. რაც არ უნდა ფაქტი მოუყვანო და უმტკიცო, რომ ის ავად არის, რომ ცდება, რომ იღუპება და თავის შვილებსაც ღუპავს-ვერ შეაგნებინებ, აქეთ შემოგიტევს და მის ყველა უბედურებაში დაგადანაშაულებს, შენ იქნები მისთვის ყველა უბედურების სათავე, ქვეყნის დამღუპველი, მტერი. ეს კარგად დამუშავებული მასების მართვის თეორიაა, რომლებშიც რუსებს ბადალი არ ყავთ. სამწუხაროა, რომ იმდენად უტვინო ერი აღმოვჩნდით, რომ ნება მივეცით მათ ჩვენი ტვინის
გაუპატიურებისა.
ავთო გოგიჩაიშვილი.